საქართველო

ყველაფერი საქართველოს შესახებ

სრულად
image01

სერვისები

ყველა სერვისი ერთ საიტზე

სრულად
image01

ტურები

უამრავი ტური საქართველოს ნებისმიერ რეგიონში

სრულად
image01

ექსკურსიები

სკოლებს და კომპანიებს ვთავაზობთ , კარგად დაგეგმილ ექსკურსიებს

სრულად
image01

სასტუმროები

შეარჩიეთ ნებისმიერი ტიპის სასტუმრო

სრულად
image01

სასტუმროები

შეარჩიეთ ნებისმიერი ტიპის სასტუმრო

სრულად
image01

Georgian Aura - ს პარტნიორი

გახდით ჩვენი პარტნიორი
და მიიღეთ შემოსავალი

სრულად
image01

სასტუმრო “თბილისი-მარიოტის” შენობა რუსთაველის პროსპექტისა და გ. ჭანტურიას ქ.-ის კუთხეში დგას. იგი სომეხი მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა 1915 წელს ააშენა. შენობა იმთავითვე მაღალი კლასის სასტუმროდ იყო ჩაფიქრებული და მას “მაჟესტიკი” ერქვა. 1916 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმროს პროექტი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. I მსოფლიო ომის დროს “მაჟესტიკში” სამხედრო ჰოსპიტალი გახსნეს, გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს იგი მუშათა სასახლედ გადაკეთდა.

1936 წელს ნაგებობას რეკონსტურქცია ჩაუტარდა და მას პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნდა. სასტუმროს ამჯერად :თბილისი” დაერქვა.

სასტუმრო “თბილისის” შენობა 1991-1992 წწ-ში თბილისში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროს დაზიანდა.

2002 წელს შენობა აღადგინეს და აქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – თბილისი-მერიოტი განთავსდა.

ხუთსართულიანი, მონუმენტური ნაგებობის მხატვრულ სახეს რენესანსული და ბაროკული არქიტექტურული ფორმების ერთობლიობა განსაზღვრავს. სასტუმროს შენობა თავისი მასშტაბით, მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით რუსთაველის გამზირის ერთ-ერთი მთავარი მახვილი და XX ს-ის დასაწყისის თბილისური არქიტექტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.