საქართველო

ყველაფერი საქართველოს შესახებ

სრულად
image01

სერვისები

ყველა სერვისი ერთ საიტზე

სრულად
image01

ტურები

უამრავი ტური საქართველოს ნებისმიერ რეგიონში

სრულად
image01

ექსკურსიები

სკოლებს და კომპანიებს ვთავაზობთ , კარგად დაგეგმილ ექსკურსიებს

სრულად
image01

სასტუმროები

შეარჩიეთ ნებისმიერი ტიპის სასტუმრო

სრულად
image01

სასტუმროები

შეარჩიეთ ნებისმიერი ტიპის სასტუმრო

სრულად
image01

Georgian Aura - ს პარტნიორი

გახდით ჩვენი პარტნიორი
და მიიღეთ შემოსავალი

სრულად
image01

  

 

ხალი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო რადისონ blu ივერია თბილისის შემაღლებულ ადგილას, ვარდების რევოლუციის მოედანზე, მდინარე მტკვრის პირას მდებარეობს. სასტუმროს გააჩნია 249 ოთახი, რომელთაგან 62 ოთახი არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ხოლო 10 განკუთვნილია შრომის უნარს მოკლებული სტუმრებისთვის. ჩვენ ასევე გთავაზობთ ბიზნეს კლასის ოთახებს, რომლებიც იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის და ასევე, ჯუნიორ ლუქსებს განსაკუთრებული ფუფუნების მოყვარულთათვის. სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილია თხევადკრისტალური ტელევიზორებით, ძვირადღირებული ტანის მოვლის საშუალებებით, უფასო ინტერნეტით და ინდივიდუალური კლიმატის კონტროლით.

საუკეთესო იტალიური სამზარეულო გელოდებათ რესტორან “ფილინი”-ში, რომელიც გურმანებს ინოვაციური კერძების მენიუს სთავაზობს. საერთაშორისო სამზარეულოს დასაგემოვნებლად სასტუმროს “სერფეის” რესტორანი და ბარი ელოდებათ. აზარტის მოყვარულთათვის სასტუმროში 3100მ2 ფართობზე განთავსებულია კაზინო ყველანაირი სახის სამაგიდო თამაშებითა და ორი ბარით. განსხვავებული შთაბეჭდილებების მისაღებად ეწვიეთ თბილისის ყველაზე მაღალ წერტილზე განლაგებულ ბარ “ოქსიჯენს”, სადაც კოკტეილების მაცდური მენიუ დაგხვდებათ.

იდეალურ ადგილს მოსასვენებლად სასტუმროს ბოლო სართული წარმოადგენს, სადაც 1600 მ2 –ზე ან სიმონეს სპა, აუზი “ინფინიტი” და ფიტნესს ცენტრია განლაგებული.

 

შექმნილი იმისთვის რომ გადააჭარბოს მომხმარებელთა მოლოდინს 826 კვ.მ ფართობზე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი ყველა სახის საჭირო დანადგარით. ჩვენ ასევე გთავაზობთ 9 ოთახს შეხვედრებისთვის და შთამბეჭდავ ღონისძიებათა დარბაზ “ივერიას” გაშლილს 340 კვ.მ ფართობზე.