საქართველო

ყველაფერი საქართველოს შესახებ

სრულად
image01

სერვისები

ყველა სერვისი ერთ საიტზე

სრულად
image01

ტურები

უამრავი ტური საქართველოს ნებისმიერ რეგიონში

სრულად
image01

ექსკურსიები

სკოლებს და კომპანიებს ვთავაზობთ , კარგად დაგეგმილ ექსკურსიებს

სრულად
image01

სასტუმროები

შეარჩიეთ ნებისმიერი ტიპის სასტუმრო

სრულად
image01

სასტუმროები

შეარჩიეთ ნებისმიერი ტიპის სასტუმრო

სრულად
image01

Georgian Aura - ს პარტნიორი

გახდით ჩვენი პარტნიორი
და მიიღეთ შემოსავალი

სრულად
image01

სიღნაღი  ამჟამად  საქართველოს  ერთ-ერთი  ულამაზესი  ქალაქია,  რომლის  მომხიბვლელობას  განაპირობებს,  როგორც  მისი  დროთა  განმავლობაში  ჩამოყალიბებული  ხუროთმოძღვრული  სახე,  ისევე  ბუნებრივი  მდებარეობა:  ქალაქი  განლაგებულია  მაღალბორცვიან  ადგილას  და  გადაჰყურებს  ალაზნის  ველის  გაშლილ  სივრცესა  და  კავკასიონის  ქედებს.  ეს  ქალაქი  სიღნაღის  რაიონის  ადმინისტრაციული  ცენტრია.  მისი  მოსახლეობა  შეადგენს  2100  კაცს.  ქალაქში  არის  კვების  და  მსუბუქი  მრეწველობის  (სამკერვალო)  მცირე  საწარმოები,  თეატრი.  სიღნაღი  თელავის  მსგავსად  მეფისეულ  მამულად  ითვლებოდა.  ასევე  აღსანიშნავია,  რომ  ქიზიყში  საერთოდ  არ  ყოფილა  ბატონყმობა.  შესაბამისად,  ქიზიყი  უბატონო  ქვეყანა  იყო  და  უშუალოდ  მეფეს  ემორჩილებოდა.  სამოქალაქო  ხელისუფლებას  აქ  მოურავი  განაგებდა;  სამხედრო  განაწესის  მიხედვით  კი  ჴიზიყი  პირველ  მოწინავე  სადროშოს  წარმოადგენდა,  რომელსაც  ბოდბის  ეპისკოპოსი  განაგებდა.სიღნაღი  ქალაქად  ჩამოყალიბდა  XVIII  საუკუნის  მიწურულს  ერეკლე  მეორის  მიერ  აგებული  ციხის  ტერიტორიაზე  და  მის  გარშემო.  თუმცა  არქეოლოგიური  გამოკვლევიბით  დგინდება,  რომ  ეს  არეალი  მნიშვნელოვან  როლს  ასრულებდა  ჯერ  კიდევ  პალეოლითური,  ნეოლითური  და  ბრინჯაოს  ხანებიდან  მოყოლებული.  სიღნაღი,  თელავის  მსგავსად,  მეფისეულ  მამულად  ითვლებოდა.  ასევე  აღსანიშნავია,  რომ  ქიზიყში  საერთოდ  არ  ყოფილა  ბატონყმობა.  შესაბამისად,  ქიზიყი  უბატონო  ქვეყანა  იყო  და  უშუალოდ  მეფეს  ემორჩილებოდა.  სამოქალაქო  ხელისუფლებას  აქ  მოურავი  განაგებდა;  სამხედრო  განაწესის  მიხედვით  კი  ქიზიყი  პირველ  მოწინავე  სადროშოს  წარმოადგენდა,  რომელსაც  ბოდბის  ეპისკოპოსი  განაგებდა.